საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 15 სექტემბრის კომისიის N 55 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 15 სექტემბრის N 55 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს “სტარკომსა” და შპს “ტექნო-მედიას” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) შპს “ინფორმკავშირის” NB38 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. აროშიძე);
გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №361/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თობაზე (მომხს. მ. აროშიძე);
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 15 სექტემბრის N 55 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
