წვდომის მენიუ

ი/ს “თამარ სულამანიძისთვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 4 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2006

მიღების თარიღი იანვარი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/ს “თამარ სულამანიძემ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რეგისტრაციის N 03/3715, 05.09.2005; საიდენტიფიკაციო N 104485326)  კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის  ტერიტორიაზე  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს ი/ს “თამარ სულამანიძეს” 446.09375 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ი/ს “თამარ სულამანიძისთვის“ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს “თამარ სულამანიძისთვის“   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

 კომისიის თავმჯდომარე                                                         დ. ქიტოშვილი

 კომისიის წევრი                                                                       დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                       ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები