შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2006
მიღების თარიღი იანვარი 31, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ (N1008, 09.01.2006) სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის შესახებ.
კომისიამ 2006 წლის 31 იანვარს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა შპს „კავკასიის ციფრული ქსელსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნები.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელი მ.დობროვოლსკი.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.
მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხი. შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ წარმოადგენს - აბონენტებისათვის ADSL მომსახურების მიწოდების მიზნით ასს 37-ის ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება.
შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ აგრეთვე ითხოვს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის და მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით შემოწმების ჩატარებას ასს 37-ის კროსში 100 წყვილი ჩარჩოს დასაყენებელი ადგილის არსებობის დადგენის მიზნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღე 2006 წლის 10 თებერვალს 1600 საათზე;
2.დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ.გოთოშია) უზრუნველყოს დავის საგანთან დაკავშირებით შემოწმების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2006 წლის 7 თებერვლამდე;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
