წვდომის მენიუ

“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტ

ნომერი: 400 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის საფუძველზე,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების პროექტისა და განმარტებითი ბარათის მომზადება, მას შემდეგ რაც ჩატარდება საკითხის ზეპირი მოსმენა;

3. ზეპირი მოსმენა  გაიმართოს 2005 წლის  13 ოქტომბერს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან  დადგენილების პროექტზე სამართლებრივი დასკვნის მიღებიდან 5 სამუშაო  დღეში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე,) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:      დ. პატარაია

                              გ. ფრუიძე

                              ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები