წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” დამატებებ

ნომერი: 401 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურები და აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი კომისიის სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი.

კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლისა და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, 2006 წლის 11 აგვისტოს კომისიის №353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კომისიის აპარატის ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და ვალდებულებები.

 კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად კომისიაში განხორციელდა გაცემული, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მოქმედი ლიცენზიების მოდიფიცირება მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მოდიფიცირების შედეგად ლიცენზიებს მიენიჭა ახალი ნომრები კერძოდ, სამაუწყებლო ლიცენზიას მიენიჭა კოდი B, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას - F, ხოლო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას - კოდი N. ამავე დროს განისაზღვრა ახალი სალიცენზიო მოწმობების გაცემის ვალდებულება.

  კომისია ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია განხორციელდეს კომისიის მიერ დღემდე გაცემული სალიცენზიო მოწმობების შეცვლა ახალი სალიცენზიო მოწმობებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დამატებებისა და ცვლილებების განხორციელება კომისიის 2006 წლის                            28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში”.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილების განკარგულებითი ნაწილის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”კომისიის აპარატში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ი. ხარებავა”;

2. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილების განკარგულებით ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:

”51. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს სიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის, აგრეთვე გადაპირების თაობაზე კომისიის მიერ გაცემული და მოდიფიცირებული სალიცენზიო მოწმობების ხელახლად დაბეჭდვა და ლიცენზიის მფლობელებზე გაცემის ორგანიზება”.

52. დაევალოს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ. აროშიძე) უზრუნველყოს მაუწყებლობის თაობაზე კომისიის მიერ გაცემული და მოდიფიცირებული სალიცენზიო მოწმობების ხელახლად დაბეჭდვა და ლიცენზიის მფლობელებზე გაცემის ორგანიზება”.

3. შევიდეს შემდეგი ცვლილებები კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში”:

            ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ”3. კერძო და სათემო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიის სახეს და ლიცენზიის სახეობას, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, მაუწყებლობის ტექნიკურ პარამეტრებს და სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას”.

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. რადიოსიხშირული სპექტრით და  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს ან ნუმერაციის რესურსს,  ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას, სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას”;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. სალიცენზიო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 1) ახორციელებენ ადმინისტრაციული და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტები”;

დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 2) ახორციელებს მონიტორინგის დეპარტამენტი”.

ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება 3 პირად, საიდანაც პირველი პირი გადაეცემა სამართლებრივ დეპარტამენტს, მეორე რჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენთან, ხოლო მესამე - ოქმის შემდგენელთან”. 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).                                  

                                          კომისიის წევრი                                         დ. პატარაია

                                           კომისიის წევრი                                          გ. ფრუიძე

                                           კომისიის წევრი                                          ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები