შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-მ (რეგისტრირებული ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის N 01/04-1086 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 752, 16.08.05) ქ. თბილისში და ქ. ბათუმში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“ ახორციელებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, რეალიზაციას ტრანსპორტირებას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-ს 151.550 მგჰც და 157.725 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 153.350 მგჰც, 153.450 მგჰც, 153.650 მგჰც, 157.450 მგჰც, 157.550 მგჰც, 157.650 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
