წვდომის მენიუ

შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის”სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 403 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა” კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს”  157.450 მჰც, 163.850 მჰც, 167.300 მჰც, 172.400 მჰც, 420.625 მჰც და 425.675 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე).

                                          კომისიის წევრი                                         დ. პატარაია

                                           კომისიის წევრი                                          გ. ფრუიძე

                                           კომისიის წევრი                                          ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები