შპს “ინფორმკავშირის” NB38 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 21 მარტს კომისიას წერილით მომართა შპს “ინფორმკავშირმა”(№6/226-06 22.03.2006), გადამცემის სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობის თობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ინფორმკავშირი” ფლობს N B38 ლიცენზიას საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე 102.0 მგჰც სიხშირეზე 15 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზესტაფონსა და მიმდებარე სოფლებში.
კომისიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და წარმოდგენილი რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესაძლებელია განხოციელდეს შპს “ინფორმკავშირი”-ს N B38 ლიცენზიის მოდიფიცირება და გადამცემი სიმძლავრე ნაცვლად 15 ვატისა განისაზღვროს 250 ვატით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მოზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს ”ინფორმკავშირი”-ს NB38 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1.დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (მ.აროშიძე) შპს “ინფორმკავშირი”-ს NB38 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით;
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
3.შპს “ინფორმკავშირი”-ს N B38 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხის თაობაზე ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 13 ოქტომბერს 12:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2006 წლის 20 ოქტომბერს 16:00 საათზე;
4. ეცნობოს შპს “ინფორმკავშირ”-ს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ.აროშიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
