წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თობაზე

ნომერი: 406 / 22

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 21, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2006

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება 2006 წლის 11 აგვისტოს №361/10 გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტში და კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის 10 ნოემბრის 14:00 საათი;

2.  შევიდეს ცვლილება 2006 წლის 11 აგვისტოს №361/10 გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტში და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს  2006 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათი;

3.  შევიდეს ცვლილება 2006 წლის 11 აგვისტოს №361/10 გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტში და მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 13 ოქტომბრის 16:00 საათი;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ.თბილისი,სარაჯიშვილის ქ. №1 ა);

5.  დაევალოს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტს (მ.აროშიძე) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტს (მ. აროშიძე).

კომისიის წევრები:                                                    

 დ.პატარაია      

 გ.ფრუიძე

 ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები