წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 407 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 22, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 22 სექტემბრის კომისიის N 56 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2006 წლის 22 სექტემბრის N 56  სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  2  (ორი) საკითხი:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და სს ”ინფოჯორჯია XXI” შორის დავის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ (მომხს.გ. გოგიაშვილი);

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 22 სექტემბრის N 56  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

                                კომისიის თავმჯდომარე                                           დ. ქიტოშვილი

                                            კომისიის წევრი                                            დ. პატარაია

                                           კომისიის წევრი                                             გ. ფრუიძე

                                           კომისიის წევრი                                            ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები