წვდომის მენიუ

შპს ”მეტაკომსა ” და შპს ” საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას ” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 408 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 22, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”მეტაკომმა”  შპს  ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

2006 წლის 22 სექტემბერს  კომისიამ მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა მხარეთა მოთხოვნები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”   წარმომადგენელი    ნ. შარაშენიძე.

შპს  ”მეტაკომის” წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა.

შპს  ”მეტაკომის”  მოთხოვნას წარმოადგენს: 2003 წლის 1 სექტემბერს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ცალკეული პირობების გადასინჯვა და მათი მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი. კერძოდ,  სატელეკომუნიკაციო კანალიზაციით სარგებლობისათვის დადგენილი ტარიფების გადასინჯვა, ტრანზიტის გადასახადის  0,025 ლარის შემცირება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0,25%-ის შემცირება 0,1% -მდე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს შპს ”მეტაკომსა” და შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის დავის  განხილვა 2006 წლის 29  სექტემბერს 16:00 საათზე.

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის თავმჯდომარე:                                       დ. ქიტოშვილი

           კომისიის წევრები:                                      დ. პატარაია                                                                                 

                                                                               გ. ფრუიძე                                       

                                                                              ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები