შპს ”მშენპროექტკომპანია” - სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 22, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 7 ივლისის №309/10 გადაწყვეტილებით 10168 ±14მგჰც; 10518 ±14მგჰც; 10196 ±14მგჰც და 10546 ±14მგჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”მშენპროექტკომპანია”. ამავე გადაწყვეტილებით შპს ”მშენპროექტკომპანია”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”მშენპროექტკომპანიის” მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% - 763.00 (შვიდას სამოცდასამი ლარი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”მშენპროექტკომპანია”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F32 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირეები ზოლის სიგანით: 10168 ±14მგჰც; 10518 ±14მგჰც; 10196 ±14მგჰც და 10546 ±14მგჰც თერჯოლა - ბაღდათის საკომუნიკაციო მაგისტრალზე რადიოსარელეო კავშირებისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 22 სექტემბრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,611.00 - ორი ათას ექვსას თერთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (თერჯოლა) - N200122900;
- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300203018;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,611.00 - ორი ათას ექვსას თერთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
217,58 ლარი - 2006 წლის 22 ოქტომბრამდე;
217,58 ლარი - 2006 წლის 22 ნოემბრამდე;
217,58 ლარი - 2006 წლის 22 დეკემბრამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 იანვრამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 თებერვლამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 მარტამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 აპრილამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 მაისამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 ივნისამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 ივლისამდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 აგვისტომდე;
217,58 ლარი - 2007 წლის 22 სექტემბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (მ.ქადეიშვილი; ნ.ნიჟარაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
