შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2006
მიღების თარიღი იანვარი 31, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ 2006 წლის 31 იანვარს განიხილა შპს “ახალ ქსელებსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული სადავო საკითხები.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორი ნ.ადეიშვილი, წარმომადგენელები:ი თ.გოთუა, რ.მიგრიაული.
კომისიამ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები დავის განხილვაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პ.ბერიას ჩართვის და მის მიერ წარდგენილი მოთხოვნების და მასალების თაობაზე; აგრეთვე მხარეთა მოსაზრებები და არგუმენტები ორ სადავო საკითხთან დაკავშირებით: 1. შპს “ახალი ქსელებისთვის” ქ.თბილისში ნუცუბიძის პლატოზე თავისუფალი სახაზო-საკაბელო წყვილების სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” გადაცემის ვალდებულების დაკისრების თაობაზე; 2. სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში “6”-იანების ზონაში შპს “ახალი ქსელების” ტელეფონების გათიშვის შესახებ.
კომისიის სხდომაზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა მოითხოვა შემოწმების ჩატარება შპს “ახალ ქსელებში” ქ.თბილისში ნუცუბიძის პლატოზე თავისუფალი სახაზო-საკაბელო წყვილების არსებობის დადგენის მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ.გოთოშია) უზრუნველყოს დავის საგანთან დაკავშირებით შემოწმების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2006 წლის 7 თებერვლამდე;
2. დაინიშნოს შპს „ახალ ქსელებსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2006 წლის 10 თებერვალს 1600 საათზე;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
