წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 413 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 29 სექტემბრის კომისიის N 57 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2006 წლის 29 სექტემბრის N 57  სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  4  (ოთხი) საკითხი:

ა) შპს ”ალფა 2000”-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) რადიომოყვარულ პავლე ზაბოლოტსკის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს ”ალკომსა” და შპს ”ვემატელს” შორის ლიცენზიების გადაპირების შესახებ (მომხს.  დ. კიკნაძე);

დ) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე);

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 29 სექტემბრის N 57  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

                                            კომისიის წევრი                                             დ. პატარაია

                                           კომისიის წევრი                                               გ. ფრუიძე 

                                           კომისიის წევრი                                              ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები