წვდომის მენიუ

შპს “მეგა ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 415 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობებლებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

    კომისიის სამრთლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიაში 2006 წლის 28 აგვისტოს შემოვიდა შპს “რიონის” წერილი № 6/616-06, რომლითაც იტყობინება, რომ შპს “მეგა ტვ” (რეგისტრირებული ქ. ხონის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 ნოემბრის № 58/4-21 დადგენილებით), რომელიც ფლობს № B74 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საეთერეო ტელემაუწყებლობა მე-2 სატელევიზიო არხზე ქ. ხონში და მის მიმდებარე რაინოებში), არღვევს კომისიის 2005 წლის 2 სექტემბრის №584/2 გადაწყვეტილებით დადგენილ საკონტროლო წერტილებში სიგნალის დონის ზღვრებს.

   აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ (მ. გოთოშია)  2006 წლის 13 სექტემბერს ჩატარდა შემოწმება და შედგა შემოწმების აქტი, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ შპს “მეგა ტვ”-ის მიერ მართლაც დარღვეულია კომისიის  2005 წლის 2 სექტემბრის № 584/2 გადაწყვეტილების მოთხოვნები, კერძოდ ქ. ქუთაისში 35 დბ (მკვ/მტ) ნაცვლად სიგნალის დონე არის 44 დბ (მკვ/მტ), აგრეთვე სოფელ ქვიტირში ნაცვლად 39 დბ (მკვ/მტ)-სა არის 43 დბ (მკვ/მტ), ქ. წყალტუბოში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 42 დბ (მკვ/მტ)-ის ნაცვლად არის 40 დბ (მკვ/მტ)-ი.

    კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საფუძველია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად შპს “მეგა ტვ”-ს გაფრთხილების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა.

    “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს “მეგა ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე; 

2. შპს “მეგა ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2006 წლის 6 ოქტომბერს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42;

3. შპს “მეგა ტვ”-ის უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “მეგა ტვ”-სათვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;

6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი:                                                                     

                                                                                                 გ. ფრუიძე                                                                                             

                                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

                                                                                                 დ.პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები