წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 42 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 03, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 03 თებერვლის კომისიის N 9 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის მ/წლის N9 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  6 (ექვსი) საკითხი:

ა) აპარატის მუშაკთა 2006 წლის შვებულების გრაფიკის დამტკიცების შესახებ (მომხს.  ი. ლორია);

ბ) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) კომპანია “ქელოგ ბრაუნ ანდ რუთისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) ინდივიდუალური მეწარმე “კონსტანტინე ასათიანის” N1467 ლიცენზიის მოდიფიცირების და ინდივიდუალური მეწარმე “კონსტანტინე ასათიანს” და შპს “მაქსტელკომს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს.  ე. ასანიძე);

2. დამტკიცდეს კომისიის N 9  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                              დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                          დ. პატარაია 

 კომისიის წევრი                                          გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                          ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები