წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ პავლე ზაბოლოტსკის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 421 / 12

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ მოქალაქე პავლე ზაბოლოტსკიმ  კომისიას მიმართა განცხადებით     (N 9/75-06, 01.08.06) კოლექტიური სამოყვარულო რადისადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 15 სამუშაო დღის ვადა (წერილი N 06/1144-06, 06.09.06.).

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ  ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   განუხილველად იქნას დატოვებული მოქალაქე პავლე ზაბოლოტსკის განცხადება  კოლექტიური სამოყვარულო რადისადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ;

2.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

            კომისიის წევრი                                                                   დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები