წვდომის მენიუ

შპს „პოულტრი ჯორჯიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 422 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „პოულტრი ჯორჯიამ” (რეგისტრირებული  გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 აპრილის  N 28-5/ბ-425 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 170, 30.08.06) ქ. თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „პოულტრი ჯორჯიას” 150.925 მგჰც და 156.225 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „პოულტრი ჯორჯიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „პოულტრი ჯორჯიასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის წევრი                                                                   დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები