შპს “ალფა 2000”-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ალფა 2000”-მა კომისიას მიმართა განცხადებით (N 47, 25.08.06) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის (გადამცემის ტიპი და ძირითადი ტექნიკური პარამეტრები; გამოსხივებული ეფექტური სიმძლავრე და ა.შ.;) წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი N 06/1161-06, 13.09.06.).
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად იქნას დატოვებული შპს “ალფა 2000”-ის განცხადება სიხშირის მინიჭების შესახებ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
