საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2006
მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”),
გადაწყვიტა:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:
ა) №2 დანართის მე-5 პუნქტში საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვროს 5-თ;
ბ) №2 დანართის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 5.3 პუნქტი: ”5.3. წამყვანი სპეციალისტი -1-15-15”;
გ) საშტატო ერთეულის საერთო რაოდენობა განისაზღვროს 79-თ;
დ) შრომითი მონაწილეობის კოეფიციენტების საერთო ჯამი განისაზღვროს 765.00-თ, ხოლო კოეფიციენტების საერთო ჯამი - 1.350.00-ით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავჯდომარე დ. ქიტოშვილი
წევრი დ. პატარაია
წევრი გ. ფრუიძე
წევრი ზ. ნონიკაშვილი
