წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 იანვრის № 59/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ნაწილობრივად ბათილად ცნობისა და კომისიის 2006 წლის 6 თებერვლის № 237/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წ

ნომერი: 425 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, მე-601 და 177-ე  მუხლების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”)

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 იანვრის № 59/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ნაწილობრივად ბათილად ცნობისა და კომისიის 2006 წლის 6 თებერვლის №237/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2006 წლის 27 ოქტომბერს 12 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 2006 წლის 3 ნოემბრამდე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი)

კომისიის თავმჯდომარე                                              დიმიტრი ქიტოშვილი

წევრი                                                                                დავით პატარაია

წევრი                                                                               გიორგი ფრუიძე

წევრი                                                                               ზურაბ ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები