წვდომის მენიუ

შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ” საბატელს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 426 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2006

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”აჭარის ელექტროკავშირმა”  შპს   ” საბატელთან” დავის  განხილვის მოთხოვნით.

2006 წლის 29 სექტემბერს  კომისიამ მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა მხარეთა მოთხოვნები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:

შპს ”აჭარის ელექტროკავშირის”   წარმომადგენელი მ. სტეფანია (დირექტორი), ნ. ნაკაშიძე (განყოფილების უფროსი).

შპს  ”საბატელის” წარმომადგენელი მ. სიხარულიძე (ეკონომისტი).

შპს  ”აჭარის ელექტროკავშირის”  მოთხოვნას წარმოადგენს: 2005 წლის 01 მარტს შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა”      შპს  ”საბატელს” შორის დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე  ”საბატელისათვის” დაგროვილი დავალიანების  103533,16 ლარის, აქედან მიმდინარე მომსახურების 21858,22 ლარის და საურავის 2720 ლარის  გადაუხდელობასთან დაკავშირებით კომისიის მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღება.

შპს ”აჭარის ელექტროკავშირის”   წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2005 წლის 01 მარტს  შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და  შპს  ” საბატელს”  შორის დაიდო ურთიერთჩართვის ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ურთიერთჩართვის შესახებ. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე  დავალიანების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო 2006 წლის 01 იანვრის მდგომარეობით შპს ”საბატელს” დაუგროვდა დავალიანება 98945,94  ლარი. ამ ვალის პერიოდული დაფარვის მიზნით 2006 წლის 16 თებერვალს  მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შეთანხმების ოქმი №9/11, რომლითაც შპს ”საბატელის”  ხელმძღვანელობამ  აღიარა არსებული ვალი და ერთობლივად შედგენილ იქნა დავალიანების დაფარვის ორწლიანი გრაფიკი. ვინაიდან,  შპს ”საბატელი” სრულყოფილად არ ასრულებს შეთანხმების პირობებს, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” კომისიისაგან  ითხოვს მასსა და შპს ”საბატელს” შორის წარმოშობილ დავაში ჩარევას და მის დარეგულირებას.

 შპს  ”საბატელის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისდამი რწმუნებული კომპანია აღიარებს  შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიმართ არსებულ დავალიანებას და განმარტავს, რომ ვალის გადაუხდელობა გამოწვეულია კომპანიის წინაშე არსებული ფინანსური პრობლემებით;  დავის გადაწყვეტის მიზნით მას მიზანშეწონილად მიაჩნია  კომპანიის  ხელმძღვანელთა მოლაპარაკება ვალის რესტრუქტურიზაციის მიზნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”საბატელს” შორის შორის დავის  განხილვა 2006 წლის  13 ოქტომბერს 16:00 საათზე.

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის წევრები:                                             დ. პატარაია                                                                                 

                                                                        გ. ფრუიძე                                       

                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები