საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 6 ოქტომბრის კომისიის N 58 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის მ/წლის 6 ოქტომბრის № 58 სხდომის დღის წედრიგის პროექტის მე-7 საკითხი (შპს ”მეგა ტვ”-ის გაფრთხილების თაობაზე) კომისიის № 59 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2006 წლის 06 ოქტომბრის N 58 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
3. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 06 ოქტომბრის N 58 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
