წვდომის მენიუ

შპს „გორგიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 429 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „გორგიამ” (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 იანვრის  N 01/04-1768 გადაწყვეტილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 239, 01.09.06) ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

           “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „გორგიას” 151.700 მგჰც და 157.400 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „გორგიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „გორგიასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                   დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

             კომისიის წევრი                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები