წვდომის მენიუ

ი/მ “დავით ბურჯანაძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 430 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ “დავით ბურჯანაძემ” (რეგისტრირებული ქ.ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 29 მარტს № 001/6410, საიდენტიფიკაციო № 112870082) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის)  ორი სიხშირის  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში და აგრეთვე, ლიფტების მომსახურების სერვისისთვის ორი სიხშირის  დაციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

   “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ი/მ “დავით ბურჯანაძეს” 162.425 მჰც, 167.425 მჰც, 442.525 მგჰც და 447.825 მგჰც სიხშირეები ქ. ქუთაისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ი/მ “დავით ბურჯანაძისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ “დავით ბურჯანაძისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა)  ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                   დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები