წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 431 / 14

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2006

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის წერილები (№ UMS-50/2105, 08.08.06; №UMS-50/2003, 31.07.06. და №UMS-50/1837, 17.07.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის ZARECHE/DW6000, LEVASHI/DIREC-WAY, SOCHI/DIREC-WAY, DYLYM/DIREC-WAY და NOVOLAKS/DIREC-WAY (რომლებიც იგეგმება EXPRESS-7 და EXPRESS-7B სათანამგზავრო ქსელებში) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის ZARECHE/DW6000, LEVASHI/DIREC-WAY, SOCHI/DIREC-WAY, DYLYM/DIREC-WAY და NOVOLAKS/DIREC-WAY მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე   წერილების (№UMS-50/2105, 08.08.06; №UMS-50/2003, 31.07.06. და №UMS-50/1837, 17.07.06.) დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები