რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2006
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (№ UMS-50/2485, 18.09.06; № UMS-50/2344, 29.08.06; № UMS-50/2279, 28.08.06; № UMS-50/2278, 28.08.06; № UMS-50/2277, 28.08.06; № UMS-50/2276, 28.08.06; № UMS-50/2195, 18.08.06; № UMS-50/2194, 18.08.06; № UMS-50/2211, 22.08.06; № UMS-50/2490, 2.09.06; № UMS-50/2209; 22.08.06. და № UMS-50/2543; 25.09.06. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
