“ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელკომუნიკაციო კომპანიის” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2გადაწყვეტილებაში ც
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 მუხლის ა) პუნქტში დაშვებულ იქნა უზუსტობა, კერძოდ შპს ”ახტელს” ქ.თბილისში სატელეფონო სასადგურო ინდექსად განესაზღვრა - 27, 28, 70, 75, 76, 77 და 79 ნუმერაციის რესურსი, მაშინ როდესაც კომისიის 2002 წლის 6 დეკემბრის №475/7 გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიამ ცნობად მიიღო შპს ”ახტელი”-ს განაცხადი ნუმერაციის რესურსის (სასადგურო ინდექს - 28) კომისიისათვის გადაცემის შესახებ, რაც განხორციელდა შპს ”ახტელი”-ს მოთხოვნის საფუძველზე. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული “ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების ლიცენზიების მოდიფიცირების და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელკომუნიკაციო კომპანიის” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილების მომზადების პროცესში, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ცვლილება ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში.
”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილებაში და მე-3 მუხლის ა) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 27, 70, 75, 76, 77 და 79;”
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ნიჟარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”ახტელი”-სთვის გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი; დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიაში ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
