წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 59 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 435 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2006

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 13 ოქტომბრის კომისიის N 59 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2006 წლის 13 ოქტომბრის N 59  სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  2 (ორი) საკითხი:

ა) სს ”ტელენეტი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) შპს ”ვემატელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და შპს ”ორბელი”-ს სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 13 ოქტომბრის N 59  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

                                            კომისიის წევრი                                             დ. პატარაია

                                           კომისიის წევრი                                               გ. ფრუიძე 

                                           კომისიის წევრი                                              ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები