წვდომის მენიუ

შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 438 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 3 ოქტომბერს კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“- მ (03.10.2006 №6/695-06) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“-ს კომისიის 2005 წლის 4  მარტის №129/13 გადაწყვეტილებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით მინიჭებული აქვს 2500-2612 მგჰც და 2612-2636 მგჰც  სიხშირული დიაპაზონი ქ.თბილისში №1336 ლიცენზიის მოქმედების ვადით 27.12.2012 წლამდე.

    “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს  შესაბამისი ვადის განმავლობაში.  ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

”საკაბელო სატრანზიტო მაუწყებლობისათვის შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული რადიოსიხშირეების მფლობელებზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხის მომზადების და შპს ”აიეტი” N1 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2006.04.28 №178/2 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“-ს ეცნობა, რომ მის მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში მიეცემა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 10 წლის ვადით. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა და კომისიის 2005 წლის 4  მარტის №129/13 გადაწყვეტილებაში ნაცვლად 2500 – 2612 მგჰც-ისა მითითებული უნდა იყოს 2500 – 2564 მგჰც.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“-მ 2006 წლის 15 მარტს გაიარა ავტორიზაცია კომისიაში (რეგისტრაციის №81/1). ამავე დროს, შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის“ მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“-ზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F33 ლიცენზია შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“-ს და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500-2564  მგჰც და 2612-2636 მგჰც ქ. თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 13 ოქტომბრამდე;

გ) უზრუნველყოს შპს „მთაწმინდა ტელერადიოკომპანია“-მ 2500-2564  მგჰც და 2612-2636 მგჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად;

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის წევრები                 დ.პატარაია

                                                                        გ,ფრუიძე

                                                                        ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები