წვდომის მენიუ

შპს “უშიშროების და დაცვის სამსახური – ალფასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 44 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 03, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  “უშიშროების და დაცვის სამსახურმა – ალფამ” (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2005 წლის 17 ოქტომბრის  N 75/083-შპს  ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით  ქ. ბათუმში და ქ. ქობულეთში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს  “უშიშროების და დაცვის სამსახური - ალფას” საქმიანობის საგანია ფიზიკური პირების, ობიექტების დაცვა, ავტომანქანების გაცილება და სხვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს  “უშიშროების და დაცვის სამსახურს – ალფას”  151.475 მგჰც და 157.175 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში და ქ. ქობულეთში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებითი გამოყენებისათვის ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს შპს  “უშიშროების და დაცვის სამსახურს – ალფასთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  “უშიშროების და დაცვის სამსახურს – ალფასთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

             კომისიის  თავმჯდომარე                                                                 დ. ქიტოშვილი                                        

            კომისიის წევრი                                                                                 დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები