წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 443 / 14

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2006

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/2159; 14.08.06; № UMS-50/2210; 22.08.06; და № UMS-50/1859; 17.07.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის GERGEBIL DAG – 1 TBK, AKUSHA DAG – 3 TBK, GUBDEN DAG – 4 TBK, GERPEGEZH KAB-BAL – 4 TBK, GIMERSO DAG  – 5 TBK, KAMILUH DAG – 5 TBK,  NUKUSH DAG – 5 TBK, ZAIUKOVO KAB-BAL – 3 TBK, MESTERUH DAG – 5 TBK, URIKAU S-O – 4 TBK, TLYAROTA DAG – 5 TBK, LEVASHI DAG – 5 TBK, KEDI DAG – 5 TBK, ARCHIB DAG – 5 TBK, ELTIUBIU KAB-BALK – 5 TBK, KHONOKH DAG – 5 TBK, SOVETSKOE DAG – 5 TBK, USISHA DAG – 5 TBK და CHOKH DAG – 5 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

            “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის GERGEBIL DAG – 1 TBK, AKUSHA DAG – 3 TBK, GUBDEN DAG – 4 TBK, GERPEGEZH KAB-BAL – 4 TBK, GIMERSO DAG  – 5 TBK, KAMILUH DAG – 5 TBK,  NUKUSH DAG – 5 TBK, ZAIUKOVO KAB-BAL – 3 TBK, MESTERUH DAG – 5 TBK, URIKAU S-O – 4 TBK, TLYAROTA DAG – 5 TBK, LEVASHI DAG – 5 TBK, KEDI DAG – 5 TBK, ARCHIB DAG – 5 TBK, ELTIUBIU KAB-BALK – 5 TBK, KHONOKH DAG – 5 TBK, SOVETSKOE DAG – 5 TBK, USISHA DAG – 5 TBK და CHOKH DAG – 5 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/2159; 14.08.06; № UMS-50/2210; 22.08.06; და № UMS-50/1859; 17.07.06. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები