კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №361/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ათი გადამცემის გამოყენებით:
1 ზონა: ქ. თბილისი;
2 ზონა: ქ. ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს რაიონები;
3 ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები;
4 ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები;
5 ზონა: ქ. რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის, თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები;
6 ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები;
7 ზონა: ქ. ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის, თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები
10 ზონა: ქ. ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები;
კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №361/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში კონკურსში მისაღებად განაცხადი წარმოადგინა კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციამ.
კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილებით და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად 2006 წლის 13 ოქტომბერს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცის შესაბამისობა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
კომისია აღნიშნავს, რომ კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის მიერ სრულად არის წარმოდგენილი კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №361/10 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის მიერ კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №361/10 გადაწყვეტილებით კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამება კონკურსის პირობებს;
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის წევრები დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
