წვდომის მენიუ

სს „ტელენეტი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 446 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2006

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის №373/10 გადაწყვეტილებით სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში (ქ.თბილისი) გამარჯვებულად  გამოცხადდა სს „ტელენეტი“. ამავე გადაწყვეტილებით სს „ტელენეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „ტელენეტი“-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია სარგებლობის საფასურის (4,725.00 - ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) 30%-ს (1,417.50 - ერთი ათას ოთხას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 450.00 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი ანუ 967.50 (ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს ”ტელენეტს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N75 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 427XXX -429XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 13 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ის ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (3,307.50 - სამი ათას სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043018;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (3,307.50 - სამი ათას სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

275,63 ლარი    -   2006 წლის 13 ნოემბრამდე;

275,63 ლარი    -   2006 წლის 13 დეკემბრამდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 იანვრამდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 თებერვლამდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 მარტამდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 აპრილამდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 მაისამდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 ივნისამდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 ივლისამდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 აგვისტომდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 სექტემბრამდე;

275,63 ლარი    -   2007 წლის 13 ოქტომბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის წევრები                             დ. პატარაია

                                                                                      გ. ფრუიძე

                                                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები