წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 60 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 448 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2006

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 20 ოქტომბრის კომისიის N 60 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2006 წლის 20 ოქტომბრის N 60  სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. გ. გოგიაშვილი);

ბ) შპს ”შევარდენისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 20 ოქტომბრის N 60  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

                   კომისიის თავმჯდომარე                                            დ. ქიტოშვილი

                             კომისიის წევრი                                               გ. ფრუიძე

                             კომისიის წევრი                                              ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები