”საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე” კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა გაცემული სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2006 წლის 21 მარტს კომისიას წერილით (№6/226-06), მომართა შპს “ინფორმკავშირმა” მაუწყებლობის არეალში (ქ.ზესტაფონი და მიმდებარე სოფლები) მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის გადამცემის სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობის თობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ინფორმკავშირი” ფლობს N B38 ლიცენზიას საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე 102.0 მგჰც სიხშირეზე 15 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზესტაფონსა და მიმდებარე სოფლებში.
კომისიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი,წარმოდგენილია რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სიგნალის გავრცელების ანდერსონის მოდელის გამოყენებით, განხორციელდა რეალური რელიეფის პირობებისთვის სამაუწყებლო დონის სიგნალით დაფარვის მოდელირება სამ განზომილებიანი ტოპოგრაფიული რუკის ბაზაზე. ჩატარებული მოდელირების საფუძველზე დადგინდა, რომ მაუწყებლობის არეალში (საშუალო რადიუსი 6.5კმ) სამაუწყებლო დონის სიგნალი (69დბმკვ/მ) მიიღება წრიულად 250 ვტ სიმძლავრის (ეფექტური 274 ვტ) გასხივების შემთხვევაში და გადამცემის სიმძლავრის გაზრდა 250 ვტ არ გამოიწვევს სამაუწყებლო არეალის შეცვლას.
2006 წლის 15 სექტემბერს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ინფორმკავშირის” N B38 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართა 2006 წლის 13 ოქტომბერს.
კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია განხორციელდეს ცვლილება კომისიის N 43/2 გადაწყვეტილებაში და შპს “ინფორმკავშირის” N B38 ლიცენზიით განსაზღვრული გადამცემის სიმძლავრე ნაცვლად 15 ვატისა განისაზღვროს 250 ვატით.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის 43/2 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”20. შპს ”ინფორმკავშირი”-ლიცენზია N B38;
ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გეოგრაფიული ზონა:
რადიომაუწყებლობა 102,0 მგჰც სიხშირეზე 250 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზესტაფონი და მიმდებარე სოფლები”;
2. ეცნობოს შპს “ინფორმკავშირს” წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (მ.აროშიძე);
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიისი წევრები: დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
