წვდომის მენიუ

შპს “კომპიუტერ ლენდისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 451 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “კომპიუტერ ლენდმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 13 თებერვლის N 1/4-1312 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 349, 28.10.06.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „კომპიუტერ ლენდის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს დსთ-ს ქვეყნებში წარმოებული ლიფტების მონტაჟი, რემონტი და საექსპლუატაციო მომსახურება. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს საწარმოს სარემონტო და ავარიულ ჯგუფებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „კომპიუტერ ლენდს“ 151.675 მგჰც და 157.525 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “კომპიუტერ ლენდისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  “კომპიუტერ ლენდისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები