წვდომის მენიუ

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო) სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 452 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2002  წლის 27 სსექტემბრის N 5ა/8-138 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (№ BTC/OUT/2494/06, 02.10.06) გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების  ტერიტორიაზე  მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში   სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო) სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების  ტერიტორიაზე  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო) მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                   გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები