რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/2616, 29.09.06. და № UMS-50/2618, 29.09.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის NEVINNOMYSSK STAV – 104.8 MHz და ANAPA – 103.3 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის NEVINNOMYSSK STAV – 104.8 MHz და ANAPA – 103.3 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№UMS-50/2616, 29.09.06. და №UMS-50/2618, 29.09.06. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
