წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სახმელეთო მოძრავი სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 454 / 14

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2006

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა    რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/1994; 31.07.06; № UMS-50/2049; 31.07.06. და (№ UMS-50/2431; 07.09.06.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ. სახმელეთო მოძრავი სამსახურის აღნიშნული სადგურები წარმოადგენენ რადიოკავშირის ქსელის შემადგენელ მიმღებ-გადამცემ მოწყობილობებს და ფუნქციონირებენ მეტრულ და დეციმეტრულ (302 მგჰც და 338 მგჰც) ტალღათა სიხშირულ დიაპაზონებში.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურებისთვის.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სახმელეთო მოძრავი სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (№ UMS-50/1994; 31.07.06; № UMS-50/2049; 31.07.06. და № UMS-50/2431; 07.09.06. წერილების   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                   გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები