წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებადაუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 457 / 10

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “მობიტელმა” რადიოსარელეო კავშირისათვის  და ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი როგორც რადიოსარელეო კავშირისათვის, ასევე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად .

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”   და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი რადიოსარელეო კავშირებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 6152.75 მჰც ± 14.5 მჰც       და      6404.79 მჰც ± 14.5 მჰც

ა.ბ) 17755  მჰც ± 13.75 მჰც       და      18765 მჰც  ± 13.75 მჰც

ა.გ) 17782.5 მჰც ± 13.75 მჰც     და      18792.5 მჰც ± 13.75 მჰც

ა.დ) 17810 მჰც ± 13.75 მჰც      და       18820 მჰც ± 13.75 მჰც

ა.ე) 17837.5 მჰც ± 13.75 მჰც     და      18847.5 მჰც ± 13.75 მჰც

ა.ვ) 17865 მჰც ± 13.75 მჰც        და      18875  მჰც ± 13.75 მჰც

ა.ზ) 24591 მჰც ± 14 მჰც            და      25599 მჰც ± 14 მჰც

ა.თ) 24619 მჰც ± 14 მჰც           და       25627 მჰც ± 14 მჰც

ა.ი) 24647 მჰც ± 14 მჰც            და       25665 მჰც ± 14 მჰც

ა.კ) 24675 მჰც ± 14 მჰც            და        25683 მჰც ± 14 მჰც

ა.ლ) 24703 მჰც ± 14 მჰც          და        25711 მჰც ± 14 მჰც

ა.მ) 24731 მჰც ± 14 მჰც            და          25739 მჰც ± 14 მჰც

ა.ნ) 24759 მჰც ± 14 მჰც            და          25767 მჰც ± 14 მჰც

ა.ო) 24787 მჰც ± 14 მჰც           და          25795 მჰც ± 14 მჰც

ა.პ) 37100 მჰც ± 14 მჰც            და           38360 მჰც ± 14 მჰც

ა.ჟ) 37128 მჰც ± 14 მჰც            და           38388 მჰც ± 14 მჰც

ა.რ) 37156 მჰც ± 14 მჰც           და           38416 მჰც ± 14 მჰც

ა.ს) 37184 მჰც ± 14 მჰც            და           38444 მჰც ± 14 მჰც

ა.ტ) 37212 მჰც ± 14 მჰც           და           38472 მჰც ± 14 მჰც

ა.უ) 37240 მჰც ± 14 მჰც           და           38500მჰც ± 14 მჰც

ა.ფ) 37268 მჰც ± 14 მჰც           და           38528 მჰც ± 14 მჰც

ა.ქ) 37296 მჰც ± 14 მჰც            და           38556 მჰც ± 14 მჰც

ბ) რეგიონები:

ბ.ა) რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;

ბ.ბ) რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

ბ.გ) რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს,

სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

ბ.დ) რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

ბ.ე) რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

ბ.ვ) რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

ბ.ზ)რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

ბ.თ)რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

ბ.ი)რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

ბ.კ)რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

ბ.ლ)რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები;

გ) რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  638,593.8 (ექვსას ოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარით;

2. გამოცხადდეს აუქციონი ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად:

ა) სიხშირულ დიაპაზონი: 10224  მჰც ± 14.მჰც და 10574± 14.მჰც ქ.თბილისში;

ბ) რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს  17,262.7 (ჩვიდმეტი ათას ორას სამოცდაორი  ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარით;

3. აუქციონების  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 24 ნოემბრის 14:00 საათი;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე.

6. სალიცენზიო პირობა:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი განცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

9. აუქციონში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი.

10. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ  გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

11. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

12. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

13.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                       დ.ქიტოშვილი

            კომისიის წევრები                                    გ.ფრუიძე

                                                                            ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები