საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 61 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2006
მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 27 ოქტომბრის კომისიის N 61 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადადებულ იქნეს მ/წლის 27 ოქტომბრის კომისიის N 61 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხის (შპს ”კავკასუს ნეთვორქსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ) განხილვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენამდე და მე-6 საკითხის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ) განხილვა კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის ს. შავგულიძის შვებულებიდან დაბრუნებამდე;
2. კომისიის 2006 წლის 27 ოქტომბრის N 61 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 იანვრის N 59/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ნაწილობრივად ბათილად ცნობისა და კომისიის 2006 წლის 6 თებერვლის N 237/2 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი).
3. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 27 ოქტომბრის N 61 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილ
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
