წვდომის მენიუ

შპს „უსაფრთხოების ელიტარული სამსახური - გისსონისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 461 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2006

მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2006

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „უსაფრთხოების ელიტარულმა სამსახურმა - გისსონმა”  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის  2006 წლის 6 სექტემბრის  N 7144/006-205169020-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 03/06; 04.10.06) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

           “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „უსაფრთხოების ელიტარულ სამსახურს - გისსონს”   414.350 მგჰც, 419.450 მგჰც, 414.650 მგჰც, 419.850 მგჰც, 414.550 მგჰც, 419.650 მგჰც, 150.600 მგჰც, 156.200 მგჰც, 151.400 მგჰც, 156.650 მგჰც, 152.250 მგჰც და 157.600 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „უსაფრთხოების ელიტარული სამსახური - გისსონისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „უსაფრთხოების ელიტარული სამსახური - გისსონისთვის”  სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები