საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის N 62 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 03 ნოემბრის კომისიის N 62 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2006 წლის 03 ნოემბრის N 62 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 7 (შვიდი) საკითხი:
ა) შპს „ტექნო მედია“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ბ) შპს ”ორბელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
გ) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
დ) შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომსა” და შპს ”ლაგს” შორის ლიცენზიის ნაწილის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე).
ე) შპს “არგოტექსსა” და შპს “მაგთიკომს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე
ვ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
ზ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
2. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 03 ნოემბრის N 62 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
