შპს ”ორბელი”-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 13, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2006
კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის 30 ოქტომბერს შპს ”ორბელმა” კომისიას მომართა წერილით (30.10.2006 №6/792-06) რომელშიც აღნიშნულია, რომ ”შპს ”ორბელი” უარს აცხადებს სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღებაზე.”
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად: ”ერთი თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა.”
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას შპს ”ორბელს” ქ.ბათუმში 16XXX-19XXX (4000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ”ორბელს”-ს ქ. ბათუმში 16XXX-19XXX ( 4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე;
2.დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ,ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
