წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის N 64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 477 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 24, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2006

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2006 წლის 10 ნოემბრის კომისიის N 64 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მე-5 საკითხის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის განხილვის შესახებ) განხილვა მ/წლის 17 ნოემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში, ხოლო დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის (შპს ”ნიკა 95”-ის გაფრთხილების თაობაზე”) განხილვა მ/წლის 1 დეკემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  წარმოდგენილ N 64  სხდომის დღის წესრიგის პროექტში 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს ”მეგაკომსა” და შპს ”მობიტელს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

ბ) შპს „საქაერონავიგაცია“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე).

გ) მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის რადიოსიშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

3. დამტკიცდეს კომისიის 2006 წლის 10 ნოემბრის N 64  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

              კომისიის თავმჯდომარე                                             დ. ქიტოშვილი

                              კომისიის წევრი                                            დ. პატარაია

                              კომისიის წევრი                                            ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები