წვდომის მენიუ

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო) სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 479 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2006

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედმა (საქართველო) (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2003  წლის 27 აგვისტოს N 5ა/8-149 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (შჩP/OUთ/041/06, 25.10.06.) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მშენებარე მილსადენის ტრასის მიმდაბარე ტერიტორიაზე, ვერტმფრენებთან VHF და მიწისზედა რადიოსადგურებთან UHF  დიაპაზონებში რადიოკავშირისთვის  სიხშირეების გამოყოფის თაობაზე.

            კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ ფრენის უსაფრთხოებისა და ვერტმფრენების ოპერატიული კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით (1311/10-5,3 2.08.04), საჰაერო მოძრავი სამსახურისთვის VHF დიაპაზონში ITU-ს რეგლამენტით (RRS-5) განაწილებულ სიხშირულ ზოლში შერჩეულ იქნა 136.900 მგჰც  და 136.950 მგჰც სიხშირეები. მიწისზედა რადიოსადგურებისთვის UHF დიაპაზინში შეირჩა 415.200 მგჰც, 408.400 მგჰც და 408.275 მგჰც სიხშირეები. სიხშირეები განსაზღვრულია ვერტმფრენებთან და მიწისზედა  რადიოსადგურებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს  საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო) 136.900 მგჰც, 136.950 მგჰც,  415.200 მგჰც, 408.400 მგჰც და 408.275 მგჰც სიხშირეები, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.    აღირიცხოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები