შპს „საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაინული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის N7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით N 8/1500 ,02.10.06, კომისიის გადაწყვეტილებებით N572/22, 19.09.05 და N611/13, 23.10.05 მინიჭებული სიხშირეების ახალი ვადით მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, შპს „საქაერონავიგაციამ“ წარმოადგინა მის მიერ გამოყენებულ სიხშირეებზე მოქმედი რადიოსარელეო სადგურების ტექნიკური მონაცემები, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურებული ანკეტების სახით.
სიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.თბილისში აეროპორტსა და რადიოსალოკაციო სადგურებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლისთვის, საკომუნიკაციო ქსელთან კავშირისა და ქ.სენაკის აეროპორტიდან ინფორმაციის მისაღებად. სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „საქაერონავიგაციას“ სიხშირეები ზოლის სიგანით 14 მჰც ქ.თბილისში მონაკვეთებზე: რადიოლოკატორი – აეროპორტი, 12934.75 მჰც და 13200.75 მჰც; რადიოლოკატორი – აეროპორტი, 12948.75 მჰც და 13214.75 მჰც; რადიოლოკატორი – მაგთის ოფისი, 12962,75 და 13228,75 მჰც და ქ.სენაკში, სიხშირეები ზოლის სიგანით 14 მჰც მონაკვეთებზე: აეროპორტი – სატელევიზიო ანძა 12934,75 მჰც და 13200,75 მჰც; აეროპორტი – სატელევიზიო ანძა, 12948.75 მჰც და 13214.75 მჰც, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „საქაერონავიგაციისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქაერონავიგაციისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მარვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
