წვდომის მენიუ

ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 488 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის  2006 წლის 8 სექტემბრის  №397/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

   ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 19 ოქტომბრის 17:00 საათი, აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2006 წლის 17 ნოემბრის  13:00  საათი, ხოლო  რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით.

   აუქციონის პირობების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული ნუმერაციის რესურსს ირჩევს ციფრების სამნიშნა კომბინაციის შემდეგი ნუმერაციის რესურსიდან: 8-52, 8-54;

   აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინა შპს ”ლაგმა”.

    კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ლაგი”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონები გაიმართა 2006 წლის 17 ნოემბრის  კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”ლაგის” გენერალური დირექტორი - ბატონი ნ. ჭელიძე, რომელმაც  აუქციონის პირობების შესაბამისად ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსიდან აირჩია 8-54 (რვა-ხუთი-ოთხი).

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ლაგის” გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ნუგზარ ჭელიძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ლაგი”  ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 15,750.00 (თხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი ლარი) ლარი.

2. განისაზღვროს შპს ”ლაგი”-სთვის გასაცემი ლიცენზიის ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი 8-54 (რვა-ხუთი-ოთხი);

3. ა) უზრუნველყოს შპს ”ლაგმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს (4,725.00 (ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი) გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ანუ 3,225.00 (სამი ათას ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა 2006 წლის 17 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

            - ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

            - საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107;

            - საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043018;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 - თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში;

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიების მაძიებლების მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხების საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) შპს ”ლაგი”-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

            კომისიის წევრები                             დ.პატარაია

                                                                        გ.ფრუიძე

                                                                        ზ.ნონიკაშვილი                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები