ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 20, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2006
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 8 სექტემბრის N 398/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 19 ოქტომბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად 2006 წლის 17 ნოემბრის 13:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიისთვის არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ მოუმართავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის მიერ 2006 წლის 8 სექტემბრის N398/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები
დ.პატარაია
გ.ფრუიძე ზ.ნონიკაშვილი
